👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პორტალ Avito-ზე ЗИС-110В-ის კაბრიოლეტი იყიდება, რომელიც საბჭოთა მარშალს, გიორგი ჟუკოვს ეკუთვნოდა.
მისი ამჟამინდელი მფლობელი 1949 წელს გამოშვებული ავტომობილისთვის 45 მილიონ რუბლს (755 005 დოლარი) ითხოვს.
მეპატრონის მტკიცებით, გასული საუკუნის 50-იან წლებში ავტომობილი ოდესის სამხედრო ოლქში აღლუმში მონაწილეობის მისაღებად ჩაიყვანეს.
მოგვიანებით ის ოდესის კინოსტუდიას გადასცეს, სადაც 1974 წლამდე ფილმების გადაღების დროს იყენებდნენ. რადენიმე წლის შემდეგ ავტომობილი ჩამოაფასეს და ის კინოსტუდიის მძღოლმა შეიძინა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment