Monday, November 13, 2017

ადამიანისგან ელექტროენერგიას მიიღებენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს მასალა, რომელიც ადამიანისგან ენერგიის მიღების საშუალებას იძლევა. ელექტრონული ძალა პიუსელექტრონული ეფექტის საშუალებით მიიღება. კვლევზე ვრცლად გამოცემა Science Alert-ი წერს. 
პიუსელექტრონული ეფექტი იქმნება მაშინ, როდესაც ზოგიერთი კრისტალის მექანიკური დეფორმაცია, ელექტრონული ძალების გადანაწილებას იწვევს, რის შედეგადაც კრისტალებს შორის ელექტრონული ძაბვა წარმოიშევება. 
შემუშავებული მასალა სილიკონის ნანონაწილაკისგან შედგება, რომელიც თხელ ელასტიურ ფირფიტას წარმოადგენს. მკვლევარების თქმით, მისი "მიკერვა" შესაძლებელია ტანსაცმელსა და მოწყობილობაში, რომლებიც დაარეგულირებენ ელექტრო ძალას, სანამ მომხმარებელი დადის ან აკეთებს რაიმე სხვა მოძრაობას.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment