Tuesday, November 14, 2017

ქუთაისში ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ქუთაისში, „TBC გალერეაში“ ფოტოკონკურს „ილოს" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ქართველი ებრაელი ილო ხახიაშვილი ქუთაისში გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მოღვაწეობდა და მისი ფოტოსტუდია მაშინდელი ქართველი მწერლების, მსახიობებისა და მხატვრების თავშეყრის ადგილი იყო. კოლორიტ ფოტოგრაფს ქუთაისში წლების წინ ძეგლიც კი დაუდგეს.
კონკურსი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით მეათედ ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული ფოტოგრაფი გიორგი ჯანელიძე გახდა, რომელსაც ფულადი პრიზი და „ილოს“ ქანდაკება გადაეცა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment