Tuesday, November 14, 2017

დავით მათიკაშვილი გაერთიანებულ სამინისტროებში სსიპ-ების გაუქმებას არ გამორიცხავს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სამინისტროების შერწყმის პარალელურად რიგი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გაუქმებას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტმა უნდა ასახოს ის ცვლილებები, რაც სამთავრობო სტრუქტურებში იგეგმება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„კონკრეტულად ამ მიდგომას გააჩნია თავისი პრაქტიკული დანიშნულება, თავისი ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული სამინისტროების გაერთიანება. რა თქმა უნდა, აქ არა მხოლოდ ხარჯების დაზოგვის მიმართულება და შიგთავსი უნდა დაინახოს საზოგადოებამ, თუმცა ხარჯების დაზოგვაც მოხდება. ბიუჯეტის პროექტმა უნდა ასახოს ის ცვლილებები, რაც სამთვრობო სტრუქტურებში იგეგმება. ოპტიმიზაციის ეს გამოცდილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდანაა მიღებული. სავსებით ვენდობით ჩვენ სამთავრობო ცვლილებებს და გუნდს. დარწმუნებული ვართ, მთავრობა ყველა იმ გეგმას განახორციელებს, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას დაჰპირდა", - განაცხადა მათიკაშვილმა. 
13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment