👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აბაშის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი, ლევან მაკალათია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ თანამშრომლებს წარუდგინა.
შეხვედრისას, ლევან შონიამ და ლევან მაკალათიამ აბაშის ყოფილ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
ლევან მაკალათიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა და მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 65%-მა დაუჭირა მხარი.
ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.
ახალი მერი საქმიანობას უკვე შეუდგა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment