Monday, November 13, 2017

პრემიერის გადაწყვეტილებით გიორგი გახარია ვიცეპრემიერადაც დაინიშნა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბრძანებებს ხელი უკვე მოაწერა და შესაბამისი აქტი საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ასევე უკვე გამოქვეყნდა პრემიერმინისტრის ბრძანებები შესაბამისი მინისტრების მოადგილეების გათავისუფლების შესახებ. 
ბრძანების თანახმად, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გათავისუფლდა ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან და დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად, მან ასევე პირველი ვიცეპრემიერის პოსტიც შეინარჩუნა. ასევე უკვე ხელი მოეწერა ბრძანებას ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნის შესახებ.
ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი მღებრიშვილი და აღნიშნული პოსტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა. მასვე დაეკისრა ვიცეპრემიერის მოვალეობა. 
დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. კვირიკაშვილის თქმით, ის ადამიანები, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, მათი გუნდის წევრებად ისევ რჩებიან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment