👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ხვალ 17.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, გაიხსნება გამოფენა, „გზაჯვარედინი - საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება.“
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული XIX-ХХ საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე მხატვრების: შალომ კობოშვილის, დავით გველესიანის, მაქს ტილკეს, ვანო ხოჯაბეგოვის, ოსკარ შმერლინგის, რიჰარდ ზომერის, ილია ზანკოვსკის, ბორის რომანოვსკი, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, ვასილი შუხაევის და სხვათა ფერწერული ტილოები.
ასევე, სხვადასხვა ეთნოსის კოსტიუმები, რელიგიური სიმბოლიკა და ატრიბუტები, რომლებიც საქართველოს რელიგიურ-ეთნიკურ მრავალფეროვნებას და ტოლერანტობის ტრადიციას ასახავს.
ღონისძიებას დაესწრებიან რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, სახელმწიფოს, დიპლომატიური კორპუსის, ადგილ
imedinews.ge

No comments:
Post a Comment