Monday, November 13, 2017

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და მისი მოადგილე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს და განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდნენ. 
შეხვედრას დაესწრნენ ასევე, საბიუჯეტო მხარდაჭერის კოორდინაციის პროგრამის "კერძო სექტორის განვითარება“ პროგრამის მენეჯერი, ატაშე, დომინიკ პაპენჰეიმი და საბიუჯეტო დახმარების კოორდინატორის პროგრამის "ეკონომიკა, რეგიონალური განვითარება და საჯარო ფინანსები“ პროგრამის მენეჯერი, ირაკლი ხმალაძე.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, მათ შორის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების“ პროგრამის შესახებ.
ასევე განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment