Friday, November 17, 2017

პენტაგონმა ტრამპის გადადგომაზე მოწოდება შეცდომით გაავრცელა

  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე, თავის ოფიალურ გვერდზე გაავრცელა პოსტი, რომლის შინაარსიც პრეზიდენტ ტრამპის გადადგომის მოთხოვნა იყო. მისი წაშლის შემდეგ პენტაგონის წარმომადგენელს განმარტება მოუხდა, რომ ეს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომა იყო.გავრცელებული ცნობა მომხმარებლის, Proud Resister-ის რეტვიტი იყო.
ტრამპის გადადგომის გარდა, განცხადებაში საუბარია  სენატორობის კანდიდატ როი მურისა და სენატორ ალ ფრანკენის შესახებაც, რომელთაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.“არსებობს მარტივი გადაწყვეტა... როი მურ= უარი თქვი არჩევნებში მონაწილეობაზე. ალ ფრანკენ - წადი კონგრესიდან. დონალდ ტრამპ = გადადექი პრეზიდენტობიდან. რესპუბლიკური პარტია - შეწყვიტეთ სექსუალური შევიწროების შესახებ პრობლემაზე დუმილი. ეს ისეთივე დანაშულია, როგორიც თქვენი ფარისევლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონის ოფიციალურ გვერდს Twitter-ზე 5 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.
imedinews.ge

  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment