გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყო. პროექტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და საერთო ჯამში 30 მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.
პროექტში მონაწილეობის მსურველები თბილისის მერიასა და “თბილსერვის ჯგუფს” სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა.
მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

















No comments:
Post a Comment