თბილისში H&M-ის მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, დღეს ყველა სტუმარს შეეძლება, რომ სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს.
ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. ამასთან, მომდევნო 1 000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შვედური ბრენდის H&M-ის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო და პროდუქციის ფასები ჯერ კიდევ წინა თვეში დაემატა.
მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები 12 ლარიდან 400 ლარამდე იქნება.
კერძოდ, როგორც ბრენდის ვებგვერდზეა მითითებული, ზაფხულის მაისურებზე ფასები 12 ლარიდან იწყება და
H&M-ის მაღაზია „გალერია თბილისში“ სამ სართულსა
და 3 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. H&M-ის გარდა, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით; Roman; Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. „გალერია თბილისში“ საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზიაც გაიხსნება.
bpn.ge

No comments:
Post a Comment