👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
13 ნოემბერს, 11:00 საათზე პრემიერმინისტრი მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ გამოაცხადებს, რის შემდეგაც ოფიციალურად გახდება ცნობილი თუ რომელი უწყება განაგრძობს დღევანდელი ფორმით ფუნქციონირებას, რომელი - არა და მოქმედი მინისტრებიდან ვინ რა ფორმით დარჩება თუ არ დარჩება ხელისუფლებაში.პარტიულ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა უკვე განაცხადეს, რომ კანონში ცვლილებებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურისთვის მოემზადებიან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია ნამდვილად დაგეგმილია, ხოლო მთავრობის შემადგენლობა იცვლება 1/3-ით.
ასეთ შემთხვევაში, დაანონსებული ცვლილებების პროცედურის დასრულებას ქვეყანაში ერთ კვირაზე მეტი დრო არ დასჭირდება. სპეციალისტების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდებს შორის კონსესუსის შემთხვევაში, "ოცნების" დეპუტატები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანასაც და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასაც 7 დღის ვადაში შეძლებენ. ამისთვის მათ მხოლოდ რიგგარეშე სხდომების გამართვა დასჭირდებათ.
თუ დღის განმავლობაში სავარაუდო სტრუქტურულ ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, მათ შორის ცნობა კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთ უწყებად ჩამოყალიბების შესახებ, მაშინ პარლამენტს ფუნდამენტურად ცვლილებების შეტანა მოუწევს ოთხ ძირითად კანონში, ხოლო პროცედურული და ტერმინოლოგიური ცვლილებების შეტანა სხვა თანმდევ კანონებშიც.
ეს ოთხი მთავარი კანონია: "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონი, "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონი, "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონი და "ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის
შესახებ" კანონი.
რაც შეეხება მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას, ის საქართველოს კონსტიტუციის 81 პრიმა მუხლითაა განსაზღვრული
imedinews.ge

No comments:
Post a Comment