👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი, ბოლო დღეებში თითქმის 30%-მდე დაეცა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ პარასკევის შემდეგ, ბიტკოინის კურსი 9,5 პროცენტით დაეცა, ხოლო ოთხშაბათს, ახალი რეკორდის დამყარების დროს (788 დოლარი ბიტკოინისთვის), კრიპტოვალუტის ღირებულება 29%-ით შემცირდა.
Bloomberg-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შემცირების მიზეზი არის ის, რომ ინვესტორებმა სხვა კრიპტოვალუტა - Bitcoin Cash-ზე გადასვლა ამჯობინეს. აღნიშნავენ, რომ მისი ღირებულება პარასკევს 40%-ით გაიზარდა და 2478 დოლარს მიაღწია.
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება. ბიტკოინის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment