საქართველოს მთავრობა ცვლილებების მოლოდინში. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ზუსტად ცნობილი, როგორ ცვლის მინისტრთა კაბინეტს გიორგი კვირიკაშვილი.
მმართველ გუნდში საკითხზე მსჯელობა ალბათ დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციები დღესაც გამართა. პარტიის ლიდერების თქმით, გადაწყვეტილების დეტალები ზუსტდება და მთავრობის მეთაური საბოლოოდ, საკუთარ პოზიციას ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე გაახმაურებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მანამდე კი, ცნობილია, რომ მინისტრების ნაწილი შეიძლება საერთოდ უწყების გარეშე დარჩეს, რადგან რამდენიმე სამინისტრო გაუქმდება. ნაწილი კი მიმართულებებს შეიცვის და გამსხვილებულ სამინისტროებს ჩაუდგება სათავეში.1tv.ge
No comments:
Post a Comment