Sunday, November 12, 2017

ავტოავარიას რვა წლის მრბოლელი გოგონა ემსხვერპლა


ანიტა ბოარდი ავსტრალიის ქალაქ პერტში მდებარე ავტოდრომზე მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა. ახალბედა მრბოლელი ლიცენზიის მოპოვებას ცდილობდა. მისი ავტომობილი ბარიერს შეეჯახა.
გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რვა წელი არის მინიმალური ასაკი, რომლის შემდეგაც ახალბედა მრბოლელს ლიცეენზიის მიღება შეუძლია.
გოგონას მამამ სოციალური ქსელებით განცხადება გაავრცელა. „ჩემი გული მილიონ ნაწილად დაიმსხვრა. მომდევნო დღეებში, თვეებში ოჯახს თქვენი თანადგომა დასჭირდება“, – დაწერა გარდაცვლილი მრბოლელის მამამ.
მომხდარ ავარიას პოლიცია იძიებს.
1tv.ge

No comments:

Post a Comment