კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine - ის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტის სკიპ საჰლინის განცხადებით, ბათუმის საზღვაო აკადემიას ძალიან დიდი პოტენციალი და საუკეთესო პირობები აქვს პრაქტიკული მეცადინეობისთვის. მისი თქმით, სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი, სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერსონალი გადამზადდება.
SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად ,,ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა" 2017 წლის ივლისში დაასახელა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც ხუთ კონტინენტზე 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინაზე მუშაობს და წლიურად 27,2 მილიონ კონტეინერს ემსახურება.
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment