👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2012-2016 წლებში მსოფლიოში 530 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო 2006 წლიდან 11 წლის განმავლობაში მედიის 930 წარმომადგენელი მოკლეს. ამის შესახებ საუბარია UNESCO-ს ანგარიშში, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტის დღეს მიეძღვნა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის "რეპორტორები საზღვრებს გარეშე" მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე 47 ჟურნალისტი მოკლეს. ამასთან 10-დან 9 შემთხვევაში დამნაშავე დაუსჯელია.
ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ე.წ სამოქალაქო ჟურნალისტები არიან, რომლებიც ბლოგებსა და სოციალურ ქსელში ინფორმაციებს ისეთი რეგიონებიდან ავრცელებენ, სადაც წასვლას ბევრი მედიასაშუალების წარმომადგენელი ვერ ბედავს.
მედიის ცნობით, 2012 წლიდან ჟურანლისტებისთვის ყველაზე სახიფათო არაბული ქვეყნებია. პირველ რიგში კი სირია, ერაყი და იემენი, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს.
imedinews.e
No comments:
Post a Comment