Thursday, November 2, 2017

ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოფიციალური ბაღდადის მიერ ერაყის ქურთისტანზე კონტროლის მოსაპოვებლად დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ, 183 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, 15 ოქტომბრის შემდეგ, საკუთარი სახლი 30 538 ოჯახმა დატოვა. მიგრაციის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსრიდა ერბილის რეგიონში (80 802 ადამიანი), სულაიმანიაში (46 734 ადამიანი) და დახუკში (17 154 ადამიანი).
ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო, 8 თვით გადადო. არჩევნების გადადების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. 
25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. 
ერაყი რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს და მის გაუქმებას მოითხოვს.
16 ოქტომბერს ერაყის არმიის სპეცდანიშნულების ძალებმა ქალაქ კირკუკზე კონტროლი დაამყარეს.ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა რეგიონის ნავთობსაბადოებზეც. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ „სახალხო მობილიზაციის მილიციას“ ქურთების მიმათ მარადიორობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებს.
კირკუკის პროვინცია სადავო ტერიტორიაა. ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლება მას ქურთების მიწად მიიჩნევს, ერაყში კი აცხადებენ, რომ კირკუკი არასოდეს ყოფილა ქურთისტანის ნაწილი. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment