Tuesday, June 12, 2018

წითელი ხიდიდან სარფამდე გზის დაფარვა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი

წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილება 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ დიპლომატიურ კორპუსთან, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
საუბარია რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის, ასევე ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და საავტომობილო გზის მშენებლობაზე.
ქარსელაძის თქმით, შესაბამისი სამშენებლო ტენდერები ივნისში გამოცხადდება. პროექტებზე 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობა 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 2021-2022 წლებში დასრულდება.
„რიკოთის მონაკვეთი იქნება გარღვევა აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განვითარებაში. საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმას, რომ შემცირდება კორიდორის მთლიანი სიგრძე და გადაადგილების დრო. თუ დღეს 7-8 საათია საჭირო წითელი ხიდიდან სარფამდე მონაკვეთის დასაფარად, ეს 4-4.5 საათამდე შემცირდება. ასევე, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე – რიგ მონაკვეთებში, ფაქტობრივად, გაორმაგდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული გადაადგილება იქნება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment