Wednesday, June 6, 2018

თბილისში დასარგავი ხე-მცენარეებისთვის მერიამ 4.6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისში დასარგავი ხე-მცენარეებისა და დეკორეტიული მცენარეების დარგვა/ მოვლისთვის მერიამ 4.6 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 5900 ხე-მცენარის ყიდვა სურს. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
კერძოდ, ტენდერის მიხედვით, მერიას სურს იყიდოს: იფანი,  ქვა მუხა, იაპონური სოფორა (მტირალა ფორმა),   დიდყვავილა მაგნოლია, ჰიმალაის კედარი ჰიმალაის კედარი, ცრუ აკაცია, წითელფოთოლა ტყემალი. ამერიკული ნეკერჩხალი, ჭრელფოთოლა ნეკერჩხალი, ფიტოსპორუმი, ჩვეულებრივი და სხვადასხვა ფორმის უთხოვარი, ზეთისხილი ბზა, სურო და სხვა. 
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დარგული ხე-მცენარის 100%-იან გახარებაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თან მის მიერ დარგულს 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვით უნდა მოუაროს და უპატრონოს.
წინადადებების მიღება მთავრდება 18 ივნისს
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment