Saturday, June 9, 2018

51-ე სკოლის დირექტორი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება


შსს-ში 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე იმყოფება. ის გამოკითხვაზე ცოტა ხნის წინ შევიდა. შესვლამდე მანანა თურქაძეს კომენტარი არ გაუკეთებია და შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა სახის კითხვები ექნება მასთან გამოძიებას ან რა სახის ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცველებს სკოლის დირექტორი.



 
შსს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების გამოკითხვას აგრძელებს. 

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment