Saturday, June 16, 2018

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 5,5%-ია დაზღვეული

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%-ია დაზღვეული. ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის კვარტალურ ანგარიშში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, კერძო სადაზღვევო მომსახურებით მოსახლეობის 14.9% სარგებლობს.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გაზრდილია, მოქმედი პოლისების რაოდენობა როგორც სამედიცინო ისე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობებში.
კერძოდ, სამედიცინო დაზღვევის სფეროში 554 070 პოლისია მოქმედი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 14 885 პოლისით აღემატება, ხოლო 2016 წლის I კვარტლის მონაცემზე 31 747 პოლისი მეტია.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სფეროში 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით 71 002 სადაზღვევო პოლისია გაცემული, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 14 890 პოლისით, ხოლო 2016 წლის I კვარტლის მონაცემს 18 375 პოლისით აღემატება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment