Saturday, June 9, 2018

"ეს არის უმსგავსობა, რას მეთამაშებიან" - ზაზა სარალიძე მერაბ მორჩაძის დაკავებას ეხმაურება

ეს არის უმ­სგავსრო­ბა, რას მე­თა­მა­შე­ბი­ან, იგი­ვე პრო­ცე­დუ­რებს გა­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რა­საც გა­დი­ო­და პრო­კუ­რა­ტუ­რა" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე შსს-ს მიერ მე­რაბ მორ­ჩა­ძის და­კა­ვე­ბის ფაქტს.
რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" ეთერ­ში სა­რა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მორ­ჩა­ძის და­კა­ვე­ბა მის გეგ­მებს არ შეც­ვლის და უწყე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბას სთხოვს.
"ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს პირი თით­ქოს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ა­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­და, ეს ახა­ლი არ არის. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძი­ე­ბა 11 აპ­რილს და­ი­წყო, რო­დე­საც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ამ სა­სა­მარ­თლოს ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ძა­ლი­ან ვთხოვ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სი­სუ­ლე­ლებს მორ­ჩნენ და ხვალ უკვე ვე­ლო­დე­ბი შე­დე­გებს. მე ვი­თხოვ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბას და არა ზღა­პა­რი­კოს აღ­მო­ჩე­ნას. ეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ახლა კი არ აღ­მო­ა­ჩი­ნა, ზვი­ად ფხა­კა­ძე 15 აპ­რილს პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ო­და, წარ­მო­გიდ­გენ სამ პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­მაც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ა­ზე ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლაო. უბ­რა­ლოდ ახლა გა­ვი­გე სა­ხე­ლი და გვა­რი. ეს არის უმ­სგავსრო­ბა, რას მე­თა­მა­შე­ბი­ან, იგი­ვე პრო­ცე­დუ­რებს გა­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რა­საც გა­დი­ო­და პრო­კუ­რა­ტუ­რა... რა მე­რაბ მორ­ჩა­ძე, მკვლე­ლებ­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი" - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.
ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რაბ მორ­ჩა­ძე დღეს და­ა­კა­ვეს. იგი ამა­ვე საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვია.
რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მორ­ჩა­ძე შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, თენ­გიზ კა­ლან­დი­ას ნა­თე­სა­ვია, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment