Tuesday, June 5, 2018

იტალია ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა

იტალიის ახალი ხელისუფლება ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მოსკოვს დასავლურმა ქვეყნებმა დაუწესეს. ამის შესახებ იტალიის ახალმა პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. 
კონტეს თქმით, აშშ ტრადიციულად იტალიის მოკავშირედ რჩება, თუმცა ამავდროულად მინისტრთა ახალი კაბინეტი ღიაა რუსეთთან ურთიერთობებისთვის. "ჩვენ მხარს ვუჭერთ სანქციების სისტემის გადახედვას"- აღნიშნა კონტემ. მისივე თქმით, ბოლო წლებში რუსეთმა სხვადასხვა გეოპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში საერთაშორისო როლი გაიმყარა. 
ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები 2014 ჯერ ყირიმის ანექსიისთვის, შემედეგ კი უკრაინასთან კონფლიქტისთვის დაუწესა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment