Monday, June 18, 2018

რომელი სამინისტროები გაუქმდება და რას მოუტანს ქვეყანას მორიგი რესტრუქტურიზაცია?

მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე მთავ­რო­ბა­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას 2-3 კვი­რა­ში და­ი­წყებს. მა­ნამ­დე კი პარ­ლა­მენ­ტი მთავ­რო­ბას ძვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და­ამ­ტკი­ცებს და პა­რა­ლე­ლუ­რად, იმუ­შა­ვებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას შე­ე­ხე­ბა.
სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 14-დან 11-მდე შემ­ცირ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იგეგ­მე­ბა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა ერთ უწყე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ეკო­ნო­მი­კის, ფი­ნანსთა და ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ბედი ეწე­ვა შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­მი­ნის­ტროს.
მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის თქმით, მცი­რე მთავ­რო­ბის კონ­ცეფ­ცია არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას და რომ, მო­მა­ვალ­ში ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მთავ­რო­ბას, მი­მარ­თოს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა - 100-120 მი­ლი­ო­ნი ლარი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ზე.
სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რით პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სე­ბენ პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი. თუმ­ცა, რას მოგ­ვცემს ეს ცვლი­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით, ამა­ზე პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა უჭირთ.
"ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მი­ნის­ტრო გვაქვს და კარ­გს იზა­მენ თუ გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, შე­რი­გე­ბის სა­მი­ნის­ტრო, რო­მელ­საც ყალ­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. შე­რი­გე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის დო­ნე­ზე არ ხდე­ბა. შე­რი­გე­ბა უნდა მოხ­დეს ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, და არა სა­მი­ნის­ტროს არ­სე­ბო­ბით. არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ტრა­გე­დი­ამ გა­მო­ავ­ლი­ნა შე­რი­გე­ბის სა­მი­ნის­ტროს უუ­ნა­რო­ბა და ნუ­ლო­ვა­ნი მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი. გა­მო­ირ­კვა, რომ შე­რი­გე­ბის სა­მი­ნის­ტროს არა თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­რი­გე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბიც კი არ აქვს ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან.
ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გა­უქ­მე­ბაც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა. თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვად მრავ­ლდე­ბო­და ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი უწყე­ბე­ბი. ვფიქ­რობ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბას პირ­ველ რიგ­ში გა­უქ­მე­ბენ, მი­თუ­მე­ტეს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ კახი კა­ხიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რად. ასე­თი სა­მი­ნის­ტრო მთელ მსოფ­ლი­ო­ში არ არის, ან 1-2 ქვე­ყა­ნა­შია. ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნის­თვის 10-11 სა­მი­ნის­ტრო მაქ­სი­მუ­მი იქ­ნე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინ­ცა­ძემ.
მისი თქმით, ცვლი­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს, სხვა ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელს კი, არ ელო­დე­ბა.
"ეკო­ნო­მი­კუ­რად ეს ოპ­ტი­მი­ზა­ცია პირ­ველ რიგ­ში მოგ­ვცემს იმას, რაც ზე­და­პირ­ზე ჩანს ფი­ნან­სურ ეკო­ნო­მი­ას, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, რა პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა შერ­ჩე­ვა, ვის გა­უშ­ვე­ბენ სახ­ლში და ვის არა. უმუ­შევ­რე­ბის არ­მი­ას ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შე­ურთდე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრმ­ლე­ბის რი­ცხვიც, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა მა­სი­უ­რად თუ არა, ვერ გე­ტყვით“ - აღ­ნიშ­ნა ცინ­ცა­ძემ.
პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, მმარ­თვე­ლო­ბი­თი კრი­ზი­სის აღ­მო­ფხვრა მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც 2-ეტა­პი­ა­ნი უნდა იყოს.
„ზო­გა­დად სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რეს­ტუქ­ტუ­რი­ზა­ცია მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ბი­ო­როკ­რა­ტი­უ­ლი აპა­რა­ტის სი­დი­დე და რა­ო­დე­ნო­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რო­ბის უკუპ­რო­პორ­ცი­უ­ლია. ჩვენ­თან ჯერ კი­დევ არის დარ­ჩე­ნი­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი სა­მი­ნის­ტრო, ამი­ტომ ამ პრო­ცე­სის ჩაშ­ვე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.
ეს რე­ფორ­მა არის ორე­ტა­პი­ა­ნი. პირ­ვე­ლი - სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც მარ­თვას გა­ა­მარ­ტი­ვებს. გარ­და ამი­სა, თვი­თონ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის შიგ­ნით არის სე­რი­ო­ზუ­ლი ოპ­ტი­მი­ზა­ცია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. უნდა მუ­შა­ობ­დეს არა ცოტა ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, არა­მედ ზუს­ტად იმ­დე­ნი რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა. მე­ო­რე ეტა­პი - ცოტა რთუ­ლი იქ­ნე­ბა შიდა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, ამი­ტომ ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა ზუს­ტი ხედ­ვა.
ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა არის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი. ამი­ტომ, მათი შერ­წყმა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან სწო­რია. ჩვენ გვაქვს ასე­ვე არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სა­მი­ნის­ტრო - შე­რი­გე­ბის სა­მი­ნის­ტრო და მისი ფუნ­ქცი­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბო­და ცუდი და არა­ფერს დავ­კარ­გავ­დით. სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი ევ­რო­პა­ში სა­შუ­ა­ლოდ 10-12 სა­მი­ნის­ტროა“ - გვი­თხრა ხუ­ხაშ­ვილ­მა.
რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ მხა­რეს, პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, მთა­ვა­რი ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა არ არის. ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ირი­ბი ეკო­ნო­მია აკე­თებს. ოღონდ იქ­ნე­ბა თუ არა ეს ეფექ­ტუ­რი ამ მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, უჭირს ოპ­ტი­მიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.
„ეკო­ნო­მი­კა აქ ხელ­ფა­სე­ბით არ იზო­მე­ბა. ზოგს მი­აჩ­ნია, რომ ეს იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გი, რაც ასე არ არის. თუ სა­მი­ნის­ტროს ეფექ­ტუ­რო­ბა იზ­რდე­ბა, ირიბ ეკო­ნო­მი­ას აკე­თებს ბევ­რად მნიშ­ვნლო­ვანს, ვიდ­რე პირ­და­პირ ეკო­ნო­მი­ას. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის შემ­ცი­რე­ბა კი არ უნდა იყოს, არა­მედ ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი მო­უ­ტა­ნოს, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის თვალ­საზ­რი­სით. 1 და 2 მი­ლი­ონ სა­ხელ­ფა­სო ფონ­დზე ლა­პა­რა­კი არას­წო­რია. მთა­ვა­რია ირი­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი და არა პირ­და­პი­რი.
ამ ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად გა­ტა­რე­ბუ­ლა რე­ფორ­მა, ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რაც გვი­ნა­ხავს, თუმ­ცა, არ­ცერ­თს დიდი ეფექ­ტი არ ჰქო­ნია. ვი­მე­დოვ­ნებ, ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იქ­ნე­ბა“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.
ცნო­ბის­თვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა უკვე მე­ო­რედ იგეგ­მე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­სულ წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც 19 სა­მი­ნის­ტრო 14-მდე შე­ამ­ცი­რა. მა­შინ ერ­თმა­ნეთს შე­ერ­წყა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, გა­უქ­მდა ენერ­გე­ტი­კის და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო. ასე­ვე მოხ­და კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment