ისტორია, რომლის მსგავსიც არასოდეს მომხდარა - ტაილანდელი გოგონა ცოლად მიცვალებულს გაჰყვა
ვფიცავ, ვიყო შენ გვერდით სიხარულსა და მწუხარებაში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. ეს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული საქორწილო ფიცია, რომელსაც ახლად დაქორწინებულები ერთმანეთს ეუბნებიან, მაგრამ ყოველთვის არა.სულ რამდენიმე ხნის წინ ტაილანდში უცნაური და დაუჯერებელი ქორწინება შედგა. ახალგაზრდა გოგონა ნან ტიპპფარატი თავის შეყვარებულ
ფიატს გაჰყვა ცოლად. აქ, რა თქმა უნდა, უცნაური არაფერია, გარდა იმისა, რომ ქორწინების დროს მამაკაცი გარდაცვლილი იყო.ახალგაზრდა წყვილი დიდხანს ემზადებოდა ქორწილისთვის, მაგრამ ფიატის გულის შეტევით გამოწვეულმა მოულოდნელმა სიკვდილმა დასახული გეგმები ჩაშალა. ახალგაზრდა ნანმა, რომელიც ქორწილზე ოცნებობდა, გადაწყვიტა, არაფერი შეეცვალატრაგიკულმა მოვლენამ დამწუხრებული საცოლე მაინც არ დააბრკოლა. საქორწინო ცერემონია პირდაპირ დაკრძალვაზე ჩატარდა. ამ ფაქტს ფიატის ახლობლები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მოგვიანებით, ნანმა ქორწინების ფოტო გამოაქვეყნა და მისი ისტორია მსოფლიომ გაიგო.„მე ჩვენს ქორწილზე ვოცნებობდი. მესიზმრებოდა, როგორ ვიდექით ხელჩაკიდებულები. სიკვდილიც კი ვერ დაგვაშორებს. მე შენ მიყვარხარ, ფიატ! მინდა იცოდე, რომ ჩვენი ოცნება ახდა. მშვიდობით განისვენე!“, - დაწერა ნანმა სოციალურ ქსელშიეს ქორწინება, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ვერ დარეგისტრირდა. მსოფლიოში არ არსებობს კანონი, რომელიც მიცვალებულთან დაქორწინებას ითვალისწინებს. მაგრამ, ამავე დროს, არ არსებობს კანონი, რომელიც ამგვარ „ქორწინებას“ კრძალავს.
dainteresdi.ge
No comments:
Post a Comment