ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ქართველ მოკრივეს საქმის მთავარ ფიგურანტთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან რაჟდენ შულაიასთან ერთად ასამართლებენ. ინფორმაციას 1 tv ავრცელებს.
პირველ სხდომაზე ბრალდებულების სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული არც ყოფილა.
შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.
ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მაყაშვილი კი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment