Friday, June 8, 2018

ფენტანილით ევროპის მასშტაბით ასობით ადამიანი კვდება - საგანგაშო სტატისტიკა

ოპი­ო­ი­დე­ბის ჯგუ­ფის ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა ფენ­ტა­ნილ­მა ევ­რო­პის მას­შტა­ბით 250-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ინ­ფორ­მა­ცი­ას „ევ­რო­ნი­უ­სი“ ავ­რცე­ლებს.
ფენ­ტა­ნი­ლი 50-ჯერ ძლი­ე­რია, ვიდ­რე ჰე­რო­ი­ნი და ევ­რო­პა­ში საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია. წამ­ლი­სა და წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის (EMCDDA) ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნივ­თი­ე­რე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე ძა­ლი­ან დი­დია.
უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წა­მალს ევ­რო­პა­ში ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე 250 ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა. ფენ­ტა­ლი­ნი სიმ­სივ­ნის დროს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა მისი, რო­გორც ჰე­რო­ი­ნის შემ­ცვლე­ლის შოვ­ნა შავ ბა­ზარ­ზე თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.
ოპი­ო­დე­ბის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია აშშ-შიც, პრობ­ლე­მა ფენ­ტა­ლი­ნი­სა და სხვა სინ­თე­ტი­კუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბის­გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზის გამო ქვე­ყა­ნა­ში 20,145 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.
„ფენ­ტა­ნი­ლი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძლი­ე­რი ოპი­ო­ი­დი, რო­მე­ლიც, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ევ­რო­პის წამ­ლის ბა­ზარ­ზე დიდი ად­გი­ლი არ უჭი­რავს, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს დიდ საფრ­თხეს უქ­მნის,“ - ნათ­ქვა­მია EMCDDA-ს ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნულ ოპი­ო­იდს ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, შე­საძ­ლოა, სწო­რედ ფენ­ტა­ნილ­მა გა­მო­იწ­ვია.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment