ლიბანის დედაქალაქში სირიელმა ლტოლვილმა მცირე ზომის რესტორანი გახსნა, სადაც ამ დროისთვის მისი 16 თანამემამულეა დასაქმებული.
სირიელი ლტოლვილის აბდულ ალიმის ფოტო, სადაც ასახული იყო, როგორ ჰყიდდა მხარზე მძინარე ბავშვმოკიდებული პალესტინელი საწერ კალმებს, ინტერნეტში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.ბეირუთის ქუჩებში გადაღებული ფოტო მაშინვე ვირუსული გახდა ინტერნეტსივრცეში. დღეს კი, ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, სირიელმა ლტოლვილმა 40 ათას ფუნტზე მეტი ონლაინ შემოწირულობა მიიღო.
გამოცემის ცნობით, Indiegogo Fundraising-ის გვერდზე აბდულ ფატამის დასახმარებლად ნახევარ საათში 10 ათას ფუნტზე მეტი შეგროვდა. პალესტინელი აბდულ ფატამი დამასკოში ცხოვრობდა. სირიაში მიმდინარე ომის გამო კი სამი წლის წინ ლიბანს შეაფარა თავი.
Dainteresdi.ge


No comments:
Post a Comment