Wednesday, June 6, 2018

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ ყველაზე პოპულარული სოციალური პლათფორმები დაასახელა

Youtube -ი ამერიკელ თინეიჯერებს შორის ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმაა. ამერიკული კვლევითი ცენტრის Pew-ს ანგარიშის თანახმად, YouTube-ს ამერიკელი თინეიჯერების 85%-ი იყენებს. ამის შესახებ Pewinternet-ი წერს
მეორე ადგილს Instagram-ი 72%-ით იკავებს. მესამე ადგილი ერგო Snapchat-ს, რომლითაც ამერიკელი ახალგაზრდების 69%-ი სარგებლობს.
როგორც ირკვევა, სტატისტიკური სურათი 2015 წელთან შედარებით მნიშნველოვნად შეცვლილია, განსაკუთრებით Facebook-ის მოხმარების თვალსაზრისით. კერძოდ, 2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელი თინეიჯერების 71%-ი ფეისბუქის მომხმარებელი იყო, ხოლო YouTube-ი ჩამონათვალში საერთოდ ვერ მოხვდა. მაშინ როდესაც ახალი კვლევის თანახმად, Facebook-ით გამოკითხული ახალგაზრდების 51%-ი სარგებლობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment