Sunday, June 10, 2018

Facebook-ს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაში კვლავ დაადანაშაულეს

Facebook-ს საიდუმლო პარტნიორული შეთანხმება ჰქონდა რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან და მათ სოციალური ქსელის მომხმარებლების ჩანაწერებზე სპეციალურ წვდომას სთავაზობდა. ამის შესახებ სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით Wall Street Journal-ი წერს. 
გამოცემის ცნობით, ე.წ „თეთრი სიები“ საშუალებას აძლევდა კორპორაციებს Facebook-ზე დარეგისტრირებული პირების მეგობრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის მათი ტელეფონის ნომრები მოეპოვებინა. 
პარტნიორ კომპანიებს შორის აღმოჩნდნენ Royal Bank of Canada და Nissan Motor Company. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, Facebook-მა ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა, რომ ამ სპეციალურ ჩანაწერებზე წვდომას გამორთავდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.
მანამდე Facebook-მა აღიარა, რომ ოთხ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მონაცემთა ბაზის გაზიარების ხელშეკრულება ჰქონდა, რომელთაგან ერთს, ამერიკის სადაზვერვო სამსახურები, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. 
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Facebook-ი არაერთ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთი მასშტაბური Cambridge Analytica-ს საქმე იყო, სადაც კომპანია Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. Cambridge Analytica-მ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment