ბრიტანელი პროდიუსერისა და რეჟისორის მაიკლ მორისის Tesla-ს ლოს-ანჯელესში ცეცხლი მოეკიდა. ავტომობილს ხანძარი მოულოდნელად, პარკინგზე დგომისას გაუჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.
ინციდენტი სანტა მონიკას ბულვართან ახლოს მოხდა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მორისის ცოლმა და მაერიკელმა მსახიობმა გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც Tesla განმარტავს, უჩვეულო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე Tesla Motors-ი აცხადებდა, რომ საწვავზე მომუშავე ავტომობილებში აალების საშიშროება უფრო დიდი იყო ვიდრე ელექტრო ავტომობილებში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment