Tuesday, November 14, 2017

პოლონეთის ეკლესიის მრევლმა მღვდელს თავისი Porsche გააყიდინა


პოლონელმა მღვდელმა ეკლესიის მრევლი განარისხა, რადგან Porsche-ს მარკის ავტომობილი 110 ათას დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ABC წერს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პოლონელი მღვდლის, ვესლავ მციაშეკოს მიერ შეძენილი ავტომობილის გამო, ეკლესიის მრევლს შორის კონფლიქტი წარმოიშვა: ზოგი მას მხარს უჭერდა, ზოგი კი აცხადებდა, რომ მციაშეკო ეკლესიიდან უნდა გააძევონ. საბოლოოდ ეკლესიის მსახურმა წირვის დროს ბოდიში მოიხადა და Porsche-ს გაყიდვა გადაწყვიტა. 
მიღებულ თანხას კათოლიკე მღვდელი უსახლკაროების ფონდს გადასცემს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment