Monday, November 13, 2017

ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრით დაიწყება. პენტაგონში ლევან იზორიას ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, კოლეგები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ლინდსი გრემთან.
ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და უწყების სხვა წარმომადგენლები.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment