Monday, May 21, 2018

თავდასხმა ეკლესიაზე გროზნოში - “კადიროვს რომ ჰკითხო, მის რესპუბლიკაში ბუზი ვერ გადაფრინდება..."

19 მაისს გროზნოს ცენტრში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში ოთხი ტერორისტი შევარდა, რომლებიც დანებით, ნაჯახებით, გადაჭრილ ლულიანი თოფებითა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით იყვნენ შეიარაღებული. თავდამსხმელებმა ეკლესიის ორი მცველი პოლიციელი და კიდევ ერთი პირი მოკლეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ეკლესიის მრევლი ეგონათ. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ვითარება ჩაწყნარდა, ტაძრის წინამძღვარმა გარდაცვლილი ვერ იცნო, - შესაბამისად, სავარაუდოდ ტერორისტები არა ოთხნი, არამედ ხუთნი იყვნენ - მეხუთე, თავდასხმის დაწყებამდე ტაძარში იმყოფებოდა და დანარჩენებს ინფორმაციას აწვდიდა.
 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
სროლის დაწყებისთანავე მრევლმა კარი ჩაკეტა და გაამაგრა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც თავდამსხმელების ტყვიით დაიღუპა... ადგილზე სწრაფად მივიდა ჩეჩნეთის სპეცრაზმი და ტეროსტისტები გაანეიტრალეს. ჩეჩნეთის ლიდერმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ორი ტერორისტი სოფელ გელდაგანიდან არის, მესამე არღუნელი, მეოთხე, რომელიც თავდამსხმელებს მეთაურობდა "მეზობელი რეგიონიდან”. უცნობია, მეხუთე, ტაძარშივე მოკლული ტერორისტის ვინაობა.
“სულ მეკითხებიან, რაში მჭირდება ამდენი გაწვრთნილი სპეცრაზმელი და პოლიცია - აი ამისთვის. ჩვენმა პოლიციამ იმუშავა შესანიშნავად. მათ უფრო დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლეს... ჩვენ კეთილისმყოფელებზე მეტი მეტოქეები გვყავს. მაქვს ოპერატიული ინფრომაცია, რომ ტერორისტებმა თავდასხმის ბრძანება დასავლეთ ერთ-ერთი ქვეყნიდან მიიღეს” - განაცხადა კადიროვმა, თუმცა კონკრეტულად დასავლეთის რომელ ქვეყანაზე ჰქონდა ეჭვი, არ დაუკონკრეტებია.
თავდასხმის დროს, ეკლესიაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მლოცველი თამარა პოგორელოვა იხსენებს, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის, ქუჩიდან სროლის ხმა გაიგონეს. სროლა, პისტოლეტიდან, ან ავტომატიდან ხდებოდა.
სკამები მივადგით კარს და ასე გვეჭირა. თუმცა, დავინახე როგორ მოცელილივით დაეცა ერთი ადამიანი ჩემს გვერდით და ჭრილობიდან წამოსული სისხლის გუბე დადგა. მერე ყველაფერი აირია... კიდევ ერთი დაიჭრა, რომელიც ექიმი აღმოჩნდა და ჩვენ მითითებებს გვაძლევდა... “ - იხსენებს ადგილობრივი.
ჩეჩნების სულიერი მოძღვარი, მუფტი სალახ-ჰაჯი მეჯიევი ამბობს, რომ ეკლესიაზე თავდასხმა გარედან არის დაგეგმილი.
“საშინელებაა, რომ ეს ბოროტმოქმედება რამადანის თვეში მოხდა. ეს ფაქტი კიდევ ადასტურებს, რომ თავდასხმა გარედან დაიგეგმა და იმედია, ჩვენი პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა ამას სრულად გამოძიებს და შესაბამისი გამოხმაურებაც ექნება...” - განაცხადა მან მიმართვაში.

გროზნოში მომხდარ თავდასხმას სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლები უკვე გამოეხმაურნენ.
“კადიროვს რომ ჰკითხო, მის რესპუბლიკაში ბუზი ვერ გადაფრინდება... სხვებისკენ იშვერს თითს და რაც უფრო მეტ წნეხში ჰყავს მოსახლეობა, მით მეტი ტერორისტი ჩნდება ჩეჩნეთში...” - წერს ალექსეი ბუზოვი.
“ეტყობა, ჩეჩნეთის ექსცენტრიული ლიდერი, გეების დევნაში გაერთო და მთავარ თემაზე ყურადღება მოადუნა... ახლა კიდევ ერთ “წმენდას” ჩაატარებს და “კადიროვცები” ყველას ჩამოუვლიან, ვისაც ორ ფეხზე დგომა შეუძლია და მის აზრს არ იზიარებს - ციხეში შეყრიან...”- წერს ოლია პანინა.
“საინტერესოა, ვის გულისხმობს “დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში” - საფრანგეთს?.. ისედაც ბევრი იზარალა რუსეთმა კადიროვისა და მისნაირი გიჟების გამო. ფაქტია, რომ ყველა წინააღმდეგობრივ აზრსა და პროტესტის მცდელობას სისხლში ახშობს და მაინც ვერ დაამყარა ისეთი წესრიგი, როგორიც სურს და რისთვის “კვებავს” ჩვენი ხელისუფლება და როდემდე?”- კითხულობს რუსი მარია პიატიგორსკიდან...
ambebi.ge
 

No comments:

Post a Comment