Wednesday, May 30, 2018

კალაძე: 10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმა გამოიწერა


კახა კალაძემ „თბილისის პარკინგის“ მუშაობის შედეგები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ ეფექტიანად ხორციელდება მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი და სათანადოდ ხდება დარღვევებზე რეაგირება.
„პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. აქაც გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს. სატრანსპორტო კომპანიას მადლობა ვუთხრა, რომ ის წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ჩაიბარა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment