Tuesday, May 29, 2018

თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იწყება

30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.
ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ნაჩვენები იქნება პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „არგონავტები“, რომელიც 1935 წელსაა გადაღებული.
ქართული და უცხოელი მაყურებლისთვის ამ ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა. ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ მხარდაჭერით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა.
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 3 ივნისს განახლებული თეატრში „სპარტაკი“
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment