Sunday, May 27, 2018

ბოთლმა, რომელსაც „ებოლას ვირუსი“ ეწერა, ესპანეთში პანიკა გამოიწვია


ესპანეთში, მალიორკას კუნძულზე მოსახლეობამ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვა კონტეინერი, რომელშიც წითელი სითხე ესხა და ეწერა „ებოლას ვირუსი“. ამის შესახებ The Sun წერს. 
ამან ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია, მათ პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც საეჭვო ბოთლი ადგილობრივ ლაბორატორიაში წაიღეს. 
გაირკვა, რომ ვიღაცამ ბოროტად „იხუმრა“. ბოთლში საღებავი აღმოჩნდა.
პოლიციამ დამნაშავის ძებნა დაიწყო.
ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment