Friday, May 25, 2018

ლიეტუვის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ლანჩი გაიმართა


ლიეტუვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ლანჩი გაიმართა, რომელსაც საქართველოს და ლიეტუვას სახელმწიფო დელეგაციები ესწრებოდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დალია გრიბაუსკაიტემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ქართველ ხალხს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატული საქართველოს პოზიციების მხარდაჭერისათვის.
ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია მიიღებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment