Thursday, May 24, 2018

ქართული ანიმაცია „პატარა ხოჭო“ მესამე ჯილდოს მფლობელი გახდა


ბულგარეთის ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე Golden Kuker- Sofia „პატარა ხოჭომ“ ჟიურის წევრებისაგან Special mention დიპლომი აიღო.
ამ კატეგორიაში (super short, about 1 min) ფესტივალზე 100-ზე მეტი ფილმი იყო გაგზავნილი , „პატარა ხოჭო“ 10 საუკეთესო ფილმს შორის შეირჩა, შემდეგ კი ორ რჩეული ფილმს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული აღმოჩნდა. ავტორი თავად ესწრებოდა ფესტივალს და ახლახანს დაბრუნდა საქართველოში.
შეგახსენებთ რომ „პატარა ხოჭო“ უკვე მესამე ჯილდოს მფლობელია. 2017 წლის სექტემბერში, ხორვატიის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალზე „პატარა ხოჭომ“ პირველი ჯილდო - ოქროს მედალი აიღო.
2018 წლის აპრილში ამერიკაში Rhode Island-ის შტატში, Avalonia Festival-ის ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალზე "პატარა ხოჭომ" საუკეთესო 1 წუთიანი ანიმაციური ფილმის დიპლომი აიღო.
"პატარა ხოჭო" 2017 წლის ნოემბერში კანადის, მონრეალის საერთაშორისო ანიმაციური ფილბების ფესტივალზე very short films საკონკურსო პროგრამაში მონაწილებდა.
ელენე სებისკვერაძე ერთწუთიანი ანიმაციური ფილმის "პატარა ხოჭოს" ავტორი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი და მხატვარი-ანიმატორია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment