Wednesday, May 23, 2018

Microsoft-მა Cotana-ს გასაუმჯობესებლად ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი იყიდა

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი შეიძინა. მიზეზი კონცერნის ხმოვანი ასისტენტის, Cortana-ს ჟღერადობაა. ამის შესახებ Gizmodo წერს
ტექნოლოგიურ გიგანტს სურს ხმოვანი ასისტენტის საუბარი ადამიანის საუბართან მიახლოებული იყოს. ამისთვის Microsoft-მა Semantic Machines-სთან დაიწყო თანამშრობლობა. 
გასული წლის განმავლობაში Microsoft-მა არაერთხელ სცადა Cortana-ს უნარჩვევები გაეუმჯობესიბინა, რაც ადამიანსა და რობოტს შორის დიალოგს მეტად ეფექტურს გახდიდა. 
აღსანიშნავია, რომ Windows 10 ლეპტოპებზე უკვე გამოჩნდა Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი Alexa. მას ახალი თაობის ნოუთბუქებში Acer-ი გამოიყენებს, რაც შეეხება HP-ს, ამ ფირმამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახალ კომპიუტერში Amazon-ის Alexa გამოიყენა.
რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ითქვას, რომ ხმოვან ასისტენტებს შორის კონკურენცია თანდათან უფრო მძაფრდება და ამ მიმართულებით ბრძოლა მეტად კონკურენტუნარიანი ხდება.  
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment