Friday, May 25, 2018

ჩინეთი და იაპონია აშშ-ის შესაძლო ახალ ავტოტარიფებს აკრიტიკებენ


ჩინეთი და იაპონია აკრიტიკებენ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ამერიკის მთავრობამ გამოიძიოს ავტო მპორტის გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს,
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ბოროტად გამოყენება სავაჭრო მრავალნაციონალურ სისტემას ძირს უთხრის და ნორმალურ საერთაშორისო ვაჭრობას უქმნის საფრთხეს.
იაპონიის ვაჭრობის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ თუ ამერიკა ავტომანქანების იმპორტზე ახალ ტარიფებს შემოიღებს, ეს გლობალურ ბაზრებზე დაბნეულობას შეიტანს.
თავის მხრივ, პირველი ივლისიდან ჩინეთში იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფი 25 პროცენტიდან 15-მდე შემცირდება
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment