Monday, May 28, 2018

სომხეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ

სომხეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლითავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. სარდარაპატთან აღმართული მემორიალი სომხეთის პრემიერმინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყვავილებით შეამკეს.
​სარდარაპატის დასახლებასთან, 1918 წელს (21-29 მაისს) როდესაც სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებსა და თურქეთის არმიას შორის ბრძოლა მიმდინარეობდა, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ, 28 მაისს თბილისში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირების შესახებ გამოაცხადა
სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 2 წელი იარსება. 1920 წლის 2 დეკემბერს ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.
დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს დღეს აზერბაიჯანშიც აღნიშნავენ. 100 წლის იუბილე საქართველომ 26 მაისს აღნიშნა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment