Saturday, May 19, 2018

„ალტერნატივამ გერმანიისთვის“ მერკელს სასამართლოში უჩივლა


გერმანულმა მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“,  ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკის გამო, კანცლერ ანგელა მერკელს უჩივლა. ამის შესახებ გაზეთი Zeit-ი პარტიის იურისტზე, შტეფან ბრანდერზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, საჩივარი კარლსრუეში, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ 14 აპრილს შეიტანეს. მასში ნათქვამია, რომ საემიგრაციო პოლიტიკის დამუშავებისას, მთავრობამ დაარღვია ბუნდესტაგის უფლება მონაწილეობა მიეღო საკითხის გადაწყვეტაში. ამიტომაც, პარტია მოითხოვს, შემოწმდეს მერკელის გადაწყვეტილება დევნილებისთვის ავსტრიასთან საზღვრის გახსნის თაობაზე.
„ეს საჩივარი მსოფლიოს შეცვლის, თუ სასურველ შედეგამდე მივა“, - აცხადებს ბრენდერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2015 წელს გერმანიაში 900 ათასი დევნილი და მიგრანტი შევიდა და ამან ქვეყანაში მემარჯვენე განწყობები გაზარდა. შედეგად, მიგრანტების ნაკადი წელიწადში 200 ათას ადამიანამდე შემცირდა.
საემიგრაციო პოლიტიკა ერთ-ერთი სადავო თემა იყო მთავრობის ფორმირებისას. ამასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობას დებდა, რომ დაიწყებს გამოძიებას მერკელის „ღია კარის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment