Tuesday, May 29, 2018

აშშ-ში შტორმს ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა

სამხრეთ კაროლინაში ტროპიკულ შტორმ "ალბერტოს" ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა, რომლებიც სტიქიის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. ინფორმაციას NBCnews-ი ავრცელებს.
ჟურნალისტები WYFF-ში მუშაობდნენ. ტელეწამყვანი მაიკ მაკორმიკი და ოპერატორი აარონ შმელცერი მათ ავტომობილზე მეხის დაცემისას დაიღუპნენ.

სუბტროპიკული შტორმის "ალბერტოს" გამო კუბაზე დაახლოებით 13 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 
 სუბტროპიკული შტორმი "ალბერტო", რომელიც პირველი კატეგორიის შტორმად არის შეფასებული, ალაბამის, ფლორიდისა და მისისიპის შტატებს უახლოვდება. ამ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment