Friday, May 25, 2018

ქუთაისში საცობების შექმნის გამო, ნარჩენების გატანის დრო შეიცვალა

ქუთაისში ქუჩებიდან ნარჩენების შეგროვება- გატანის დრო შეიცვალა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
მერიის გადაწყვეტილებით, ნარჩენების გატანა სპეციალური ავტომობილებით ადრე დილის და ღამის საათებში ხდება. 
რაც შეეხება ღამის ოპერატიული დასუფთავების ავტომობილებს, მუშაობას იწყებენ დილის 4 საათიდან და მუშაობენ 2 საათამდე", -აცხადებენ მერიაში. 
მათივე ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილებასთან ერთად მოხდა მომსახურეობის პერიოდულობის გაზრდა.
"რამდენიმე ობიექტზე დასუფთავების მანქანების შესვლის რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, სკოლებზე, თუ აქამდე დასუფთავების მანქანები შედიოდნენ კვირაში ერთხელ, ახლა კვირაში 3 -ჯერ შედიან, რათა დროულად მოხდეს ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავება ", -განაცხადეს მერიაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment