Thursday, May 31, 2018

ზუგდიდში დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

,,აღსრულდეს სამართლიანობა“, ,,ვაპროტესტებ უსამართლობას", ,,ხელს ნუ აფარებ მკვლელს" - ამ ლოზუნგებით სოლიდარობის აქცია დაიწყო ზუგდიდში. ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან ზუგდიდის რაიონულ პროკურატურამდე მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს, იზიარებენ მათ პროტესტს და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორებს შორის არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები.
თბილისში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება. ამასთან, ზაზა სარალიძემ 19:00 საათზე საზოგადოებას მისი მხარდაჭერა და აქციაზე მისვლა სთხოვა.
დღეს  ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს  დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც. 
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment