Tuesday, May 29, 2018

ოლეგ მოროზოვი - რუსეთზე ზეწოლის სურვილის საკითხი თუ გადაწონის, საქართველოს ნატოში მიიღებენ

ნატომ შესაძლოა, დაარღვიოს თავისი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნებისადმი და საქართველო ალიანსში მიიღოს რუსეთზე ზეწოლისთვის. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრმა ოლეგ მოროზოვმა განუცხადა.
„ეს არანაირად არ არის დამოკიდებული საქართველოზე. როგორც ცნობილია, ნატოს წესებით, ალიანსში არ ღებულობენ ქვეყნებს, რომლებიც დამძიმებულები არიან ტერიტორიული პრობლემებით და გადაუწყვეტელი სამხედრო კონფლიქტებით. აქ ამის სრული ნაკრებია“, - განაცხადა მოროზოვმა.
თუმცა, მისი თქმით, მსოფლიო წესრიგის ბოლო ტენდენციის გათვალისწინებით, ამაზე შეუძლიათ თვალის დახუჭვა რუსეთზე დამატებითი ზეწოლის სახელით. „ამიტომ - ფორმალურად არ შეიძლება, მაგრამ თუკი რუსეთზე ზეწოლის სურვილი გადაწონის, ასეთი ვარიანტი მოიძებნება. თუმცა, ეს ვერ გახდის რეგიონს უფრო უსაფრთხოს“, - განაცხადა მოროზოვმა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment