Monday, May 21, 2018

ბრაზილიურ კუნძულზე 12 წლის შემდეგ პირველი ბავშვი დაიბადა


შორეულ ბრაზილიურ კუნძულზე, რომელზეც იკრძალება მშობიარობა, 12 წლის შემდეგ პირველად. ბავშვის დაბადებას ზეიმობენ. კუნძულ ფერნანდუ დი ნორონიაზე 3 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა სამშობიარო სახლები იქ არ არის. 
დაორსულების შემთხვევაში, ქალებს კუნძულიდან ბრაზილიაში აბრუნებენ. 
ფერნანდუ დი ნორონია ატარებს სპეციალური მუნიციპალიტეტის სტატუსს და წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს. დაცული ტერიტორიის მოწყვლადობის გამო, კუნძულზე მოსახლეობის რაოდენობის მკაცრი კონტროლია.
BBC-ის ცნობით, ქალი 22 წლისაა და ის შეყვარებულისგან შემთხვევით დაორსულდა. ქალმა ბავშვი სახლში იმშობიარა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment