Monday, May 21, 2018

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 26 მონაწილე ცნობილია


უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილიდან 26 უკვე ცნობილია.
ჯგუფში პირდაპირ ითამაშებს ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის და იტალიის ოთხი საუკეთესო გუნდი, საფრანგეთის სამი და რუსეთის ორი წარმომადგენელი.
გარდა ამისა, ჯგუფური ეტაპის საგზურს პირდაპირ მიიღებენ პორტუგალიის, ბელგიის, უკრაინის, თურქეთის და ჩეხეთის ჩემპიონები.
უეფამ შესაძლოა მხოლოდ ერთი შესწორება შეიტანოს და ფინანსურ ფეარ-პლეის დარღვევის გამო სტამბოლის "გალათასარაი" ტურნირიდან მოხსნას. ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებს.
ლიგის ჯგუფური ეტაპის კიდევ ექვსი მონაწილის ვინაობა კი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გახდება ცნობილი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment